კიბოს საწინააღმდეგო ახალი თაობის პრეპარატები შესაძლოა კოსმოსში შეიქმნას
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოსმოსური პირობები შეიძლება, ხელს უწყობდეს კიბოს საწინააღმდეგო ახალი თაობის პრეპარატების განვითარებას,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
საერთაშორისო კვლევითი ჯგუფების თქმით, მიკროგრავიტაციის გარემო აჩქარებს ბიოლოგიურ და ქიმიურ პროცესებს, რაც შესაძლებელს ხდის მედიკამენტების მოლეკულების უნიკალურ სტრუქტურების შექმნას.
NASA-სა და ESA-ს მონაცემებით, კოსმოსურ ლაბორატორიებში უკვე ტარდება ექსპერიმენტები, სადაც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ნაერთების სინთეზი და ტესტირება მიმდინარეობს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პირობები დედამიწაზე სრულად ვერ იმიტირებდა, რაც კოსმოსს უნიკალურ სამეცნიერო პლატფორმად აქცევს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კოსმოსში მიღებული შედეგები მომავალში შეიძლება ონკოლოგიის სფეროში გარდამტეხ ეტაპად იქცეს.