სპეციალური რეისი IL-96 ვნუკოვოდან აფრინდა და ალასკაში, ანკორიჯის საერთაშორისო აეროპორტში, უკვე, დაეშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას, თბილისის დროით, 17:48 საათზე ჩაფრინდა. მოგვიანებით, ალასკაში კიდევ ერთი, რუსული სამთავრობო თვითმფრინავი დაეშვა. სავარაუდოდ, პირველ რეისზე ჟურნალისტები, ხოლო მეორეზე – საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის დელეგაციის წევრები იმყოფებიან.
პუტინი და ტრამპი ანკორიჯში პარასკევს, მოსკოვის დროით 22:30 საათზე შეხვდებიან. სამიტი ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. პოლიტიკოსები თავდაპირველად პირისპირ, შემდეგ დელეგაციების მონაწილეობით ისაუბრებენ, რის შემდეგაც მოლაპარაკებები საუზმის ფარგლებში გაგრძელდება.
შეხვედრის ცენტრალური თემა უკრაინის კრიზისის მოგვარება იქნება, მხარეები ასევე გაცვლიან მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებებს. სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს, საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის საკითხებს.
როგორც ჩანს, შეხვედრის დროს დოკუმენტების ხელმოწერა მოსალოდნელი არ არის. ლიდერები მიღწეულ შეთანხმებებზე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.