დავით ქართველიშვილი FBI-ს დირექტორის განცხადებაზე: „დიფ სთეითის” მუშაობის სტილი იდენტურია მათი აგენტის, სააკაშვილის მმართველობის პერიოდისა: პირადი ინტერესების სამსახურში იყო ჩაყენებული – შსს, სდსს, სასამართლო, პროკურატურა, თავდაცვის სამინისტრო
პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, FBI-ს დირექტორის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის აღნიშნავს, რომ „დიფ სთეითი” FBI-სა და სახელმწიფო სააგენტოებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
„ვივამედელი ბელადის მხოლოდ ერთი “სპეცღონისძიების” (პაემანი ლამაზმანთან) “ოპერატიულ-ტექნიკური” უზრუნველყოფის მიზნით – ჩართული იყო პოლიციური, სახელმწიფო დაცვის, კუდ-ის, მუნიციპალური ორგანოების სოლიდური ძალები და საშუალებები”- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ FBI-ს დირექტორის ეს განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი” არათუ არსებობს, არამედ დღესაც საკმაოდ აგრესიულად მოქმედებს.”
„ჩვენ ეს არ გვჭირდება, მაგრამ მორიგი დასტურია ნაცსექტანტების ფსიქოპათიური მოღლიცინე “ბაბლისთვის”, რომ “დიფ სთეითი” არა თუ არსებობს, საკმაოდ ქმედით უნარიანი და დღესაც აგრესიულია. მუშაობის სტილი – იდენტურია “დიფ სთეითის” აგენტის, სააკაშვილის მმართველობის პერიოდისა: პირადი ინტერესების სამსახურში იყო ჩაყენებული – შსს, სდსს, სასამართლო, პროკურატურა, თავდაცვის სამინისტრო (ნაწილობრივ). ვივამედელი ბელადის მხოლოდ ერთი “სპეცღონისძიების” (პაემანი ლამაზმანთან) “ოპერატიულ-ტექნიკური” უზრუნველყოფის მიზნით – ჩართული იყო პოლიციური, სახელმწიფო დაცვის, კუდ-ის, მუნიციპალური ორგანოების სოლიდური ძალები და საშუალებები – საუბარი აღარაა საბიუჯეტო სახსრების “უპრაგონო” გამოყოფაზე ტექნიკური, სატრანსპორტო, სამივლინებო, საწვავ-საპოხი საშუალებების “მონეტიზაციის” მიზნით. ასე მუშაობდა სააკაშვილის “ცენტრი” – ასე მუშაობდნენ მისი “ფილიალებიც”…- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.