ჩხოროწყუს მერი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2023–2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ, საგრანტო ქულების მქონე სტუდენტებს შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2023–2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ, საგრანტო ქულების მქონე სტუდენტებს შეხვდა და მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატება მიულოცა.

,,თითოეულ თქვენგანს გილოცავთ სტუდენტობას! წინ დიდი გამოწვევები და საინტერესო წლები გელით. თავდაუზოგავი შრომის, ცოდნისა და მონდომების შედეგად, ყოველთვის მიაღწევთ დასახულ მიზანს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ნიჭიერებით ბევრჯერ ასახელებთ ჩვენს მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას. მაქსიმალურად ვეცდები ხელი შეგიწყოთ შესაძლებლობების რეალიზებაში. მიგულეთ თქვენ გვერდით. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას გისურვებთ!”, – აღნიშნა დათო გოგუამ სტუდენტებთან შეხვედრისას.

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 100%, 70% და 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი 26-ვე წარმატებული სტუდენტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამიდან” 500, 350 და 250 ლარიან ფულად ჯილდოს მიიღებს.

პროგრამას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ახორციელებს.

ინიციატივა ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები