სტივენ ფრაი: კოკაინს ბუკინგემის სასახლეში, ლორდთა პალატასა და უინძორის სასახლეშიც ვიღებდი

ცნობილი ბრიტანელი მწერალი და მსახიობი სტივენ ფრაი გამოტყდა, რომ 15 წლის მანძილზე ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული. ცნობილმა ინგლისელმა ინტელექტუალმა 25 სექტემბერს გამოსულ თავის ახალ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ისევ სულელი მე“ აღიარა, რომ კოკაინს მრავალ „კეთილშობილურ ადგილში“ ყოფნისას იღებდა.
ფრაის თქმით, მას კოკაინი ბუკინგემის სასახლეში, ლორდთა და თემთა პალატებში, უინძორის სასახლეში ოფიციალური მიღებების დროსაც მიუღია. ფრაიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა, ამ საქციელისათვის ნებისმიერი სახით დასაჯონ.
შეგახსენებთ, რომ სტივენ ფრაი მსახიობის კარიერის გარდა ცნობილია, როგორც წარმატებული მწერალი და დრამატურგი. მისი ბევრი ნაწარმოები გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ფრაი, რომელიც ინგლისური ენის უზადო მცოდნედ და სპეციალისტად ითვლება, 1992-1998 წლებში დანდის უნივერსიტეტის რექტორიც გახლდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები