მედიაში ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის საქორწინო კონტრაქტის საინტერესო დეტალები გახმაურდა

ვარსკვლავურმა წყვილმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა 9 წლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, ურთიერთობის გამყარება საქორწინო კონტრაქტითაც გადაწყვიტეს. როგორც უცხოური პრესა წერს, ანჯელინა ხელშეკრულებებით ურთიერთობის შებოჭვის მომხრე არ არის, განსხვავებით პრაგმატული ბრედისა, რომელმაც ანჯელინა საქორწინო კონტრაქტის დადების აუცილებლობაში დაარწმუნა.
თუმცა ბრედისთვის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან კონტრაქტი მეტწილად მეუღლისთვის სასარგებლოდ შეაქმნევინა. შეიძლება ითქვას, 320 მილიონიანი კონტრაქტი საკმაოდ მკაცრია და მასში სკრუპულოზურად არის გაწერილი ფინანსური დეტალები.
კონტრაქტის თანახმად, ზედმიწევნით ზუსტადაა გაწერილი ურთიერთობის დაწყებამდე თუ ურთიერთობის დაწყების შემდეგ წყვილის მოპოვებული შემოსავალი. კონტრაქტის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში, ჯოლის და პიტის მოპოვებული შემოსავალი მათ შვილებს შორის განაწილდება. გარდა ამისა, მეუღლეების ანდერძის თანახმად, მათი ქონება შვილების გარდა, საქველმოქმედო ფონდებს და იმ ბავშვთა სახლებს ერგებათ, საიდანაც ბავშვები იშვილეს.
ამ მომენტისათვის ანჯელინას და ბრედს ექვსი შვილი ჰყავს, მათგან სამი წყვილმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იშვილა: მედოქსი კამბოჯაში, პაკსი ვიეტნამში, ხოლო ზახარა ეთიოპიაში. დანარჩენი სამი შვილი: შაილო, კნოკს ლეონი და ვივიენი წყვილის ბიოლოგიური შვილები არიან. კონტრაქტის ყველაზე საინტერესო ნაწილი ადიულტერს ეხება. კონტრაქტის თანახმად, ბრედ პიტი მეუღლის ღალატის შემთხვევაში, სოლიდური თანხის დაკარგვის გარდა, შვილებზე მეურვეობის უფლებასაც დაკარგავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები