“ხაბეიშვილს ბრიფინგი არ ჰქონდა დასრულებული, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა მწარე უარი განაცხადა და იდეის განხორციელება თავშივე ჩაკლა” – ბექა ოდიშარია
“ხაბეიშვილს ბრიფინგი დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა, გარდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“, მწარე უარი განაცხადა და ამ იდეის განხორციელება თავშივე ჩაკლა”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ოდიშარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს“.
„მკვდარზე გვირგვინის შეგრძნებას მიჩენს ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემატება აღმაშენებლის დაჯგუფება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ „ქრონიკასთან“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.