“კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი და უკმაყოფილება გამოეწვიათ იმ ადამიანებში, რომლებიც რეპეტიტორული საქმიანობით არიან დაკავებული” – მიქანაძე

“კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი და უკმაყოფილება გამოეწვიათ იმ ადამიანებში, რომლებიც რეპეტიტორული საქმიანობით არიან დაკავებული”, – ამის შესახებ „იმედის კვირას” განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განუცხადა.

„აქვე უნდა გავაკეთოთ გამიჯვნა, ბოლო წლებში საქართველოს რეალობაში შეიქმნა რამდენიმე სასწავლო ცენტრი, სადაც სწორედ მოსამზადებელი კურსები არის დანერგილი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და უმაღლესში სწავლის გაგრძელებას აპირებენ. თუ მოქმედი პედაგოგი ასწავლის ასეთ სასწავლო ცენტრში, რა თქმა უნდა, მან უნდა მიიღოს მისი ძირითადი დამსაქმებლისგან ნებართვა. ჩვენ ვიცით პრაქტიკაში, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში გაიცემა დადებითი პასუხი, თუ კი ეს ხელს არ უშლის იმ ძირითად პედაგოგიურ და აკადემიურ საქმიანობას, რომელსაც ეს ადამიანები ეწევიან სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში”, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები