დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენის პრინცს და დიდ მაგისტრს ჯონ დანლაპს
წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენის პრინცს და დიდ მაგისტრს ჯონ დანლაპს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა მალტის ორდენის დიდ მაგისტრთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის არსებულ თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობის დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე.
მალტის სუვერენული ორდენის ხელმძღვანელმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის საზეიმო ცერემონია მალტის სუვერენული ორდენის რომის ცენტრში მდებარე ისტორიულ მაგისტრალურ სასახლეში გაიმართა.