რატი იონათამიშვილი: ამაყები ვხვდებით ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესის დასრულებას

“ჩვენ ამაყები ვხვდებით ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესის დასრულებას, ვინაიდან თითოეული მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ის პროაქტიული შეხვედრები, რაც მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლეს პირებთან მიმდინარეობს.

„ჩვენმა საზოგადოებამ მთელი ამ თვეების განმავლობაში იხილა ლუსტრაციის საუკეთესო პროცესი, ვინაიდან გამოჩნდა საქმეზე ორიენტირებული მიდგომები და გამოჩნდა ასევე, ამ ქვეყნის ევროპული არჩევანის მტრობის მასშტაბური კამპანიები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. მნიშვნელოვანია, ის პროაქტიული შეხვედრები, რაც მიმდინარეობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლეს პირებთან ჩვენი გუნდის ლიდერების მხრიდან. თითოეული ასეთი შეხვედრა კონკრეტული განცხადებით მთავრდება, რომ ეს ქვეყნები უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში მათი განცხადებები კონკრეტულ გადაწყვეტილებაში აისახება, ვინაიდან დამსახურების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყანა, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები