პრემიერმინისტრმა ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 720 ბინის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში აშენდება სამი 12-სართულიანი კორპუსი. სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. დევნილ ოჯახებს ბინები დასრულებული რემონტით გადაეცემათ.
მშენებლობის ბიუჯეტი -77 347 872 ლარს შეადგენს. პრემიერმინისტრთან ერთად, ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.