ირაკლი ქადაგიშვილი: 577-კაციან საფრანგეთის ეროვნულ საბჭოში 68 დეპუტატი იღებს რაღაც განცხადებას და ამ განცხადებით უნდათ საქართველოს წინააღმდეგ შეაიარაღონ სალომე ზურაბიშვილი

577-კაციან საფრანგეთის ეროვნულ საბჭოში 68 დეპუტატი იღებს რაღაც განცხადებას და ამ განცხადებით უნდათ საქართველოს წინააღმდეგ შეაიარაღონ სალომე ზურაბიშვილი და ის ადამიანები, ვინც აქ თავისივე ქმედებებით თავის რეიტინგს მინუსისკენ მიაქანებენ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” საფრანგეთის პარლამენტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროცესი ევრობიუროკრატების მხრიდან ეფექტური ვერ არის.

„მათ, ამ პროცესში გარკვეული ეფექტი რომ მიღწეული ჰქონოდათ, აქ შედეგი დღეს სულ სხვა იქნებოდა – ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მათ ვერცერთ ჯერზე ვერ მოახერხეს რაიმე კონკრეტული შედეგისა და ეფექტის მიღწევა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები