14 მაისს საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა: „თამარი და „ვეფხისტყაოსანი“ – ხელნაწერთა კვალდაკვალ“ გაიმართება
14 მაისი მეფე თამარის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ჩატარდება საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა: „თამარი და „ვეფხისტყაოსანი“ – ხელნაწერთა კვალდაკვალ“.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში იგეგმება:
• გამოფენის გახსნა – 11:30 საათი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: მეფე თამარის ავტოგრაფი, „ქართლის ცხოვრების“ მაჩაბლისეული ხელნაწერი, ვახტანგ VI-ის მინაწერით თამარის ცხოვრების შესახებ, უორდროპების კოლექციის ფრაგმენტი – „ვეფხისტყაოსნის“ მინიატიურა, „ვეფხისტყაოსნისათვის“ მიხაი ზიჩის მიერ შექმნილი ილუსტრაციები, „ვახტანგ VI_ის სტამბაში დაბეჭდილი პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ (1712 წ.) და სხვ.
• ჯგუფური შეჯიბრება – „ვეფხისტყაოსნის” წერეთლისეული ხელნაწერის მიხედვით მომზადებული სამაგიდე მინიფაზლების აწყობა;
• თამარის ეპოქის ხელნაწერების მიხედვით მომზადებული ანიმაციური ვიდეოს ჩვენება;
• „ვეფხისტყაოსნის” წერეთლისეული ხელნაწერის თავგადასავლის ამსახველი გრაფიკული ვიდეოს ჩვენება;
• „ვეფხისტყაოსნის” მიხაი ზიჩისეული ილუსტრაციის მიხედვით მომზადებულ დეკორაციასთან ფოტოგადაღება „გახდი თამარის თანამედროვე“.
გამოფენა 29 მაისის ჩათვლით გასტანს.