“ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე” – მარკეტების ქსელი “გვირილა”

“ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე,”- ამის შესახებ “გვირილას” დამფუძნებელმა, ლაშა ჩოჩელმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვა იქნება მხოლოდ ის, რომ ამ სოციალური ბარათით არ მოხდეს საბითუმო გაყიდვები და არ ისარგებლოს მებითუმე ადამიანმა.

“რამდენიმე დღეში სერიოზულ კამპანიას დავაანონსებთ. ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე, თამბაქოს გარდა. “გვირილა” ისედაც მიმდინარე პროცესშიც წამყვან პროდუქტებზე ძალიან დაბალი ფასით გამოირჩევა. მინუსზეცვმუშაობთ ისეთ კატეგორიაზე, როგორიცაა: შაქარი, ზეთი და ა.შ. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ყველა პროდუქტზე იქნება 10%-იანი ფასდაკლება, სააქციოზეცდა არა სააქციოზეც. სააქციოს კიდევ 10% დააკლდება. ნებისმიერ პროდუქტზე შეძლებენ სოციალური ბარათით ყიდვას. “ლიბერთისთან” ვმუშაობთ და პროგრამული ინტეგრაცია მიდის. ალბათ, 5 დღეში პროექტი ჩაეშვება. ჩვენ ეს ჯგუფი გამოვარჩიეთ, რომელსაც განსაკუთრებული შეთავაზება სჭირდება და ნაკლები აქვთ შემოსავალი. შეზღუდვა იქნება მხოლოდ ის, რომ ამ სოციალური ბარათით არ მოხდეს საბითუმო გაყიდვები და არ ისარგებლოს მებითუმე ადამიანმა. ნებისმიერი სააქციო პროდუქტი გავა ზარალში ამ პროექტის შემდეგ და ამიტომ ეს პირდაპირ მიმართული იქნება ჩვეულებრივ მომხმარებელზე. რომ დავინახავთ, რომ 20-30 ზეთი მიაქვს ერთ ადამიანს, მოლარე არ გასცემს ამას. თაროებზეც გავაკეთებთ ასეთ პროდუქტებზე მითითებას, რომ მაგალითად: სოციალური ბარათით მაქსიმუმ შეიძლება 10 ცალის შეძენა”, – განაცხადა ლაშა ჩოჩელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები