„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს – აქცია იმოქმედებს მუდმივად
“შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს, “ – ამის შესახებ „უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ „სასურსათო კალათასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აქციები პირველად საჭიროების პროდუქტებზე გავრცელდება მუდმივად.
„აქცია იმოქმედებს ერთიდან – ორი კვირის ვადით თვის ჭრილში, რომელიც იქნება აუცილებლად მუდმივად. გვაქვს 25%-იანი ფასდაკლებაც, 35%-იანი ფასდაკლება. რეინჯი არის 25-დან 50%-მდე ფასდაკლება“, – განაცხადა თამარ თავართქილაძემ.
შეგახსენებთ, ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო. მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.