მიხეილ დუნდუა: საქართველო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა – ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ინვესტიცია განხორციელდეს
საქართველო ინარჩუნებს ნდობას, აძლიერებს ინტერესს, რადგან საქართველო ნამდვილად არის ოაზისი რეგიონსა და მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, სტაბილურობის, მშვიდობის, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყოველივე ეს საბოლოო ჯამში, აძლიერებს ინვესტორებში იმის განაცხადს, რომ საქართველოში არის ხელსაყრელი, საუკეთესო პირობები ინვესტირებისათვის.
„საქართველო უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებს და აჩვენებს ძლიერ, სტაბილურ ზრდას. მინდა ყურადღება გავამახვილო „ჩანდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე,
რომელიც 2025 წლის შედეგებს ეფუძნება, ასევე, Heritage Foundation-ის საინვესტიციო თავისუფლების კვლევაზე – საქართველო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე გავიდა. ანუ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ინვესტიცია განხორციელდეს და ყველაფერი კეთდება ინვესტიციების მოზიდვისთვის. ასე, რომ ძალიან ლოგიკურია და არ არის გასაკვირი, როდესაც უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან საქართველოში ინვესტირებით, ჩვენ ვხედავთ ამ ძლიერ საინვესტიციო პროცესებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.