ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან 100-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა

ლიბანში, 17 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, სულ მცირე 23 ბავშვი დაიღუპა და 93 დაშავდა, – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განცხადებაში, რომელიც „რია ნოვოსტიმ“ მოიპოვა.

„ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ სულ მცირე 23 ბავშვი დაიღუპა და 93 დაშავდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხოლოდ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ლიბანში სულ მცირე 59 ბავშვი დაიღუპა ან დაიჭრა. კერძოდ, სამშაბათს დილით ბეირუთის სამხრეთით ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ორი ბავშვი და მათ დედასთან ერთად დაიღუპა.

UNICEF-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2 მარტიდან მოყოლებული ქვეყანაში 200 ბავშვი დაიღუპა და 806 დაშავდა. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტის მსხვერპლი ყოველდღიურად დაახლოებით 14 არასრულწლოვანი ხდება.

ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე თავდასხმები და ძალადობა ბავშვების ფსიქოლოგიურ სტრესს ამწვავებს. UNICEF-ის შეფასებით, ლიბანში დაახლოებით 770 000 ბავშვი განიცდის მზარდ ფსიქოლოგიურ სტრესს მუდმივი დაბომბვის, საყვარელი ადამიანების დაკარგვისა და იძულებითი გადაადგილების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები