მიხეილ დუნდუა: საქართველო არის მრავალი საინვესტიციო პროექტის ავტორი და ინიციატორი – ქვეყანას ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს, რომელიც მრავალმილიარდიან შემოსავალს უქადის

ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს პერსპექტივის სახით საქართველოს დაწყებული, ეს პროცესი მრავალმილიარდიან შემოსავალს უქადის ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა, სადაც ყურადღება გაამახვილა იმ სექტორებზე, სადაც ყველაზე მეტი კაპიტალი იდება ქვეყანაში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის დამაკავშირებელ ელექტრომაგისტრალზე, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ ზრდას ჰპირდება.

„მრავალპროფილური, მრავალსექტორული არის საინვესტიციო პროცესები, იდება თანხა იმ მიმართულებით, როგორიც არის საფინანსო სექტორი, მშენებლობა, უძრავი ქონება, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა. ეს ყოველივე საინვესტიციო პროცესებისა და მოზიდვის მრავალდარგოვანი მიმართულებაა. ქმნის ინკლუზიური განვითარების, მრავალდარგოვანი განვითარების პერსპექტივას.

საქართველო არის მრავალი საინვესტიციო პროექტის ავტორი და ინიციატორი, მაგალითად შავი ზღვის დამაკავშირებელი ელექტრომაგისტრალი – კაბელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და განავითაროს საქართველოს ენერგეტიკა და ეკონომიკა. მისი იდეის ავტორი და ინიციატორი არის საქართველო, უმაღლესი მნიშვნელობა მიენიჭა მას ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან.

ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს პერსპექტივის სახით საქართველოს. დაწყებულია ეს პროცესი, რომელიც მრავალმილიარდიან შემოსავალს უქადის ქვეყანას და ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდაზე აისახება ძალიან ძლიერად“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები