უკრაინაში საჰაერო დარტყმების გამო, რუსეთის ელჩი უნგრეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დასავლეთ უკრაინაში განხორციელებული დარტყმების შემდეგ ბუდაპეშტში რუსეთის ელჩი უნგრეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს.

HVG-ის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა განაცხადა.

„უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს ტრანსკარპატიაში დრონებით თავდასხმას. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა“, – განაცხადა მან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმამ ვოლინისა და ტრანსკარპატიის რეგიონებში საცხოვრებელი შენობები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა.

უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი საჰაერო დარტყმა განახორციელა, 800-ზე მეტი დრონის გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები