ირაკლი ქადაგიშვილი – დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმაზე: საბჭოთა პერიოდშიც საქართველოში იყო ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, იგივე რეჟიმშია ევროკავშირი, თავისუფალ სიტყვას ებრძვის

საბჭოთა პერიოდშიც საქართველოში იყო ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, მიუხედავად ყველაფერისა ჩვენ ვახერხებდით, პირადადაც ვიყავი ჩართული, თავისუფალი სიტყვის გავრცელებას. საბჭოთა კავშირი ამას ებრძოდა. დღეს რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სამწუხაროდ იგივე რეჟიმშია ევროკავშირი გადასული – თავისუფალ სიტყვას ებრძვის, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დამოუკიდებელ ქართულ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით მოლდოვისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში, როგორც საბჭოთა კავშირში, ბლოკავენ მედიას, რომელიც ერთიან იდეოლოგიურ ჩარჩოში არ ზის.

„მათ უნდათ, რომ იგივე წესები იყოს ყველგან, როგორიც არის ევროკავშირში, როდესაც თუ მედია არ ზის მეინსტრიმში, როგორც საბჭოთა კავშირში, ერთიან იდეოლოგიურ ჩარჩოში, მაშინ ის მედია დაბლოკილი უნდა იყოს.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, მათ ერთი დღე ვერ აიტანეს კრიტიკული კითხვის დასმა. ცოტა ხანს უფრო ღრმად შემოიხედონ ქართულ პარლამენტში, ქართულ მედიასივრცეში, ნახონ როგორი არის რეალური სიტყვის თავისუფლება, როგორი არის მედია მრავალფეროვნება. დღეს საქართველო სიტყვის თავისუფლების ფლაგმანი გახლავთ. ეს არ არის მარტივი მოსაპოვებელი. ეს არის ჩვენი გზა, საქართველოს გზა. საქართველო თავისუფლებისთვის ბრძოლის გზას აგრძელებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები