შიო ხეცურიანი – „თბილისი ტრამპ თაუერზე“: აქ ყველაფერი იქნება, რაც ადამიანს კომფორტული ცხოვრებისთვის ან ვიზიტისთვის შეიძლება დასჭირდეს

სამშენებლო კომპანია „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ „თბილისი ტრამპ თაუერის“ პროექტის დეტალებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, კომპლექსი გათვლილია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის, შესაბამისად ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ობიექტებიც განთავსდება.

„ეს იქნება თბილისის DownTown-ი , „ტრამპ თაუერი“ იქნება ერთი მთავარი შენობა ამ კომპლექსში, კომპლექსი შედგება რამდენიმე შენობისგან, მათ შორის, იქნება სხვა ბრენდირებული შენობები, მოლი განსაკუთრებული და მაღალი ბრენდებისთვის, სარესტორნო სივრცეები, კაფეები, საერთო სამუშაო სივრცეები და კარგი გარემო, რომელიც მოიზიდავს ნებისმიერ ტურისტს. მათთვის იქნება ერთ-ერთი პირველი ადგილი, რომ მივიდნენ და ნახონ. ადგილობრივებისთვის იქნება ძალიან კარგი ადგილი, სადაც შეუძლიათ მივიდნენ და თავისუფალი დრო გაატარონ ან ბიზნეს შეხვედრა ჩაატარონ.

ექვსი შენობაა, ცენტრალური პარკის გვერდით, შესაბამისად, ლოკაცია კარგია და ერთ სივრცედ შეკრავს გარემოს. აქ ყველაფერი იქნება, რაც ადამიანს კომფორტული ცხოვრებისთვის ან ვიზიტისთვის შეიძლება დასჭირდეს.

„გენსლერი“ – მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე დიდი არქიტექტურული კომპანია, ტრამპის ორგანიზაციის რეკომენდაციით შეირჩა. ისინი ზუსტად იმისთვის მუშაობენ, რომ „თბილისი ტრამპ თაუერი“ იყოს ადგილი, სადაც ნებისმიერი ადამიანი სიამოვნებით მივა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საცხოვრებლად, შემდეგ ნებისმიერი სხვა სახის ვიზიტისთვის“, – განაცხადა შიო ხეცურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები