უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ყოფილი მაღალჩინოსნები 10 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის კორუფციულ საქმეზე დაადანაშაულეს.
ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) ინფორმაციით, ბრალი წაუყენეს ყოფილ ვიცე-პრემიერს და კიდევ ხუთ პირს.
გამოძიების ვერსიით, ფიგურანტები მონაწილეობდნენ დაახლოებით 10.5 მილიონი დოლარის გათეთრების სქემაში, რომელიც კიევის მახლობლად მდებარე ელიტურ საცხოვრებელ პროექტს უკავშირდება.
საქმე ასევე დაკავშირებულია უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოატომში“ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან.
Reuters-ის ცნობით, საქმეში ფიგურირებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც, რომელმაც ბრალდებები უარყო.
უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას განიხილავს.
უწყებების განცხადებით, თავად ზელენსკი გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილად არ განიხილება.