„არქის“ გენერალური დირექტორი – „თბილისი ტრამპ თაუერზე“: ერიკ ტრამპმა დადო პროექტის პირველი მონახაზი, თუმცა ბევრად შთამბეჭდავი იქნება საბოლოოდ პროექტი, რომელსაც სექტემბერში დაასრულებენ

ერიკ ტრამპმა დადო პროექტის პირველი მონახაზი, თუმცა ბევრად შთამბეჭდავი იქნება საბოლოოდ პროექტი, რომელსაც სექტემბერში დაასრულებენ, – ამის შესახებ კომპანია „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ტრამპ თაუერ თბილისის“ ესკიზის ფოტოს.

მისი თქმით, გამოწვევები არსებობს, თუმცა ყველა ის საინჟინრო კვლევა, რაც აღნიშნულ პროექტს სჭირდება, გაკეთებულია.

„ერიკ ტრამპმა დადო უკვე პირველი რენდერები და ჩვენც გავაზიარეთ ეს. თუმცა ეს მხოლოდ მონახაზია და ბევრად უფრო შთამბეჭდავი იქნება საბოლოოდ დეტალური პროექტი როდესაც იქნება. თუმცა ეს პირველი მონახაზი, რაც დაიდო ერიკ ტრამპის მიერ, უკვე შთამბეჭდავია, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად უფრო საინტერესო იქნება, როგორც კი დეტალური ნახაზი გვექნება. არქიტექტორული კომპანია მუშაობს, ველოდებით, რომ სექტემბრის თვეში დაასრულებენ და ყველა ნახავს, რამდენად შთამბეჭდავი პროექტი იქნება.

70 სართულია, გამოწვევები არსებობს, თუმცა ყველა ის საინჟინრო კვლევა, რაც სჭირდება ამ პროექტს, რა თქმა უნდა, გაკეთებულია და კეთდება. ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, დაწყებული გეოლოგიიდან, დასრულებული სხვა კვლევებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გარდა იმისა, რომ ვიზუალურად იყოს გამორჩეული, ასევე, სტრუქტურულად და კონსტრუქციულად იყოს გამორჩეული“, – აღნიშნა შიო ხეცურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები