ნეთანიაჰუ ირანთან ომის დროს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს საიდუმლოდ შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი სამხედრო კამპანიის დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საიდუმლო ვიზიტით ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ვიზიტის ფარგლებში ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა.

„ვიზიტმა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ისტორიული გარღვევა გამოიწვია“, – ნათქვამია ოფისის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები