“შევადგინეთ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების სია და გაიაფებასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ მუშაობა ჩვენს მომწოდებლებთან” – “ნიკორას” წარმომადგენელი
“შევადგინეთ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების სია და გაიაფებასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ მუშაობა ჩვენს მომწოდებლებთან,”- ამის შესახებ “ნიკორას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე ჭელიძე აცხადებს.
მისივე თქმით, ფასდაკლების კამპანია ძირითადად ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებს შეეხება და ყოველკვირეულად განახლდება.
“შევადგინეთ პროდუქტების სია, რომელიც არის ყოველდღიური მოხმარების და ამ პროდუქტების გაიაფებაზე და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ მუშაობა ჩვენს მომწოდებლებთან. ამ აქციის ფარგლებში, მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს შევთავაზებთ, იქნება ეს ბაკალეა, ხორცპროდუქტები, რძე, კვერცხი და ა.შ.
განახლებული ფასების აქცია ყოველკვირეულად სხვადასხვა კატეგორიას შეეხება. ეს კონკრეტული აქცია არის სოციალური კალათის პრინციპით, რაც ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო პროდუქტებს გამოყოფს და მასზე განსაკუთრებულ ფასებს გვაძლევს“, – აცხადებს “ნიკორას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე ჭელიძე.
შეგახსენებთ, ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდება.