ვენსმა ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი გამოაცხადა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესია.
„ეს ძალიან მგრძნობიარე მოლაპარაკებებია. ყველაფერს ვერ გეტყვით, რადგან ვცდილობთ პროდუქტიული დისკუსია გვქონდეს“, – თქვა მან თეირანთან კონსულტაციების მიმდინარეობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას. „დღეს დილით დიდი დრო გავატარე ტელეფონით [აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძესთან] ჯარედ კუშნერთან და [აშშ-ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელთან] სტივ უიტკოფთან, ასევე ჩვენს რამდენიმე მეგობართან არაბულ სამყაროში. ვფიქრობ, რომ პროგრესს მივაღწიეთ“, – ციტირებს ვენსის სიტყვებს TASS-ი.
„ფუნდამენტური კითხვაა, საკმარისია თუ არა ეს პროგრესი პრეზიდენტის ძირითადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. წითელი ხაზი მარტივია – ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ მივიღებთ გარანტიებს, რომ ირანი არასდროს შეიძენს ბირთვულ იარაღს“, – დასძინა ვიცე-პრეზიდენტმა.