„კარფურის“ გენერალური მენეჯერი: პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის
“პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ. გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის,” – ამის შესახებ „თბილისი მოლის“ და „კარფურის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ კობაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროდუქცია თაროებზე სპეციალური მაჩვენებლითაა გამოყოფილი.
„მარტივად მისაგნები რომ იყოს მაღაზიაში, ეს ასორტიმენტი თაროზე გამოყოფილი გვაქვს სპეციალური წითელი მაჩვენებლით“, – აღნიშნა თამარ კობაიძემ.
შეგახსენებთ, ქსელურ მარკეტებში, ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები გაკეთდა – მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.