არაღჩიმ სპარსეთის ყურეში ირანულ გემზე თავდასხმის შესახებ განაცხადა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ქუვეითის საზღვაო ძალების მიერ სპარსეთის ყურეში ირანულ გემზე თავდასხმის შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ მან სოციალური პლატფორმა X-ის პირად გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, ინციდენტის დროს ასევე ირანის ოთხი მოქალაქე დააკავეს.

არაღჩიმ განაცხადა, რომ ეს კუნძულთან ახლოს მოხდა, რომელსაც, მისი თქმით, აშშ ირანის სამიზნედ იყენებს. მისი თქმით, ეს ქმედებები უკანონოა და ხელს უწყობს დაძაბულობის ზრდას.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და განაცხადა, რომ თეირანი იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები