რა გადაიტანეს ალბერტ აინშტაინის ცოლებმა – გენიოსის პირადი ცხოვრება

ისევე როგორც სხვა ბევრი გენიოსი, ალბერტ აინშტაინიც, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო. ქალებთან ურთიერთობაში კი სრულიად აუტანელი. მეცნიერი ორჯერ იყო დაქორწინებული და ორივე ქალი, როგორც ჩანს საკუთარი გრძნობების ტყვე გახდა და არა მუზა. მათ ძალიან მომთხოვნი მეუღლის, მისი დამცირების და ღალატის ატანა უწევდათ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მეუღლის უპირობო ერთგულებას ინარჩუნებდნენ.

პირველი მეუღლე აინშტაინმა პოლიტექნიკურ სკოლაში სწავლისას გაიცნო. მილევა მარიჩი 21 წლის იყო, ხოლო აინშტაინი 17-ის. როგორც მისი თანამედროვეები მოწმობენ, ეს ახალგაზრდა ქალი ძალიან ულამაზო, კოჭლი, ეჭვიანი და დეპრესიული იყო.

როგორც ჩანს, ეს ტიპაჟი ალბერტს მოსწონდა. მისი მშობლები კატასტროფული წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ ახალგაზრდა მეცნიერი მაინც დაქორწინდა. მისი წერილები მარიჩის მიმართ ძალიან ამაღელვებელია: „გონებას ვკარგავ, ვიწვი სიყვარულისა და სურვილისგან. ბალიში რომელზედაც შენ გძინავს ჩემს გულზე ასჯერ ბედნიერია“.

მაგრამ ჯერ კიდევ ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემამდე, აინშტაინმა უცნაურად მოქცევა დაიწყო. როდესაც 1902 წელს მილევამ გოგონა გააჩინა, ალბერტმა მოითხოვა, რომ ის უშვილო ნათესავებისთვის მიეცათ აღსაზრდელად მატერიალური სირთულეების გამო. იმის შესახებ, რომ აინშტაინს ქალიშვილი ლიზერლი ჰყავდა, მხოლოდ 1997 წელს გახდა ცნობილი, როდესაც შვილთაშვილებმა ბაბუის წერილი გაყიდეს აუქციონზე.

წერილების ტონიც შეიცვალა. ერთ-ერთ მათგანში მარიჩმა აღმოაჩინა ერთგვარი თანამდებობის ინსტრუქცია: თუკი გინდა ქორწინება, მაშინ უნდა დათანხმდე ჩემს პირობებს და აი ისინიც: – პირველ რიგში, შენ იზრუნებ ჩემს ტანსაცმელსა და ლოგინზე, მეორე – დღეში სამჯერ კაბინეტში შემომიტან საჭმელს, მესამე – შენ უარს იტყვი ყველა კონტაქტზე ჩემთან, გარდა იმისა, რაც საჭიროა საზოგადოებაში, მეოთხე – ყოველთვის, როცა ამას მოგთხოვ შენ დატოვებ ჩემს ლოგინსა და კაბინეტს, მეხუთე – საპროტესტო სიტყვების გარეშე შენ შეასრულებ ჩემთვის სამეცნიერო ანგარიშებს, მეექვსე – ჩემგან არ დაელოდები გრძნობების გამოხატვას.

მარიჩი იმდენად შეყვარებული იყო, რომ დათანხმდა ამ „მანიფესტს“. დაქორწინებიდან ძალიან მალე აინშტაინების ოჯახში გაჩნდა ვაჟი, ჰანსი და კიდევ ექვსი წლის შემდეგ – ედუარდი. ამ შვილების მიმართ მეცნიერი უკვე საჭირო სითბოსა და ყურადღებას  გამოხატავდა. მაგრამ მეუღლესთან ურთიერთობა სრული აბსურდი იყო. მას ჩვევა ჰქონდა რამდენიმე დღე თავის კაბინეტში ჩაკეტილიყო და ისე ხდებოდა, რომ ცოლ-ქმარი დღეების განმავლობაში ერთმანეთს არ ნახულობდა. ბოლო წვეთი იყო წერილი, რომელშიც აინშტაინმა მილევას მოსთხოვა, რომ მას უარი ეთქვა ინტიმურ სიახლოვეზე მეუღლესთან. 1914 წლის ზაფხულში ქალმა ბავშვებს ხელი მოჰკიდა და ბერლინიდან ციურიხში წავიდა.

მათი ქორწინება კიდევ სამ წელიწადს გაგრძელდა. მილევამ განქორწინებაზე თანხმობა მას შემდეგ მისცა, რაც მეუღლე მას ფულის მიცემას დათანხმდა, რომელიც ნობელის ლაურეატს ეკუთვნოდა. აინშტაინმა სიტყვა შეასრულა და 1921 წელს ყოფილ მეუღლეს მიღებული 32 ათასი დოლარი გაუგზავნა.

განქორწინებიდან სამი თვის შემდეგ ალბერტი კვლავ დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, ელზაზე, რომელიც მას ავადობის დროს უვლიდა. აინშტაინმა მისი ქალიშვილები იშვილა და პირველი წლები მათ ოჯახში იდილია სუფევდა.

მათ სახლში ნამყოფი ჩარლი ჩაპლინი ასე წერდა ელზას შესახებ: „ამ ქალისგან ოთხკუთხედი ფიგურით რკინის ძალა მოდის. ის გულახდილად ნებივრობს თავისი მეუღლის დიდებით და საერთოდაც არ მალავს ამას“.
მაგრამ აინშტაინმა ოჯახური ღირებულებების ხანგრძლივი დაცვა მაინც ვერ შეძლო. მას ახალი თავგადასავლები სურდა. ელზას იმის მოსმენა უწევდა, თითქოს ალბერტს ქალები თავს აბეზრებდნენ. ზოგჯერ მას თავისი საყვარელიც კი მიუყვანია ოჯახურ ვახშამზე.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ელზა თავის ეჭვიანობას მალავდა. ქალის ჯანმრთელობა მისი უფროსი ქალიშვილის სიკვდილმა დაასუსტა. ელზა 1936 წელს თავისი მეუღლის მკლავებში გარდაიცვალა.

მეორე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, აინშტაინს ახალი ცოლის მოყვანის არც ძალა და არც სურვილი ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები