„როგორ ვიცხოვროთ ატომურ საუკუნეში“ – კლაივ ლიუისი

„ერთი მხრივ, ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ამ ატომური ბომბის შესახებ. „როგორ ვიცხოვროთ ატომურ საუკუნეში?“- და როგორ ვცხოვრობდით მეთექვსმეტე საუკუნეში, როდესაც შავი ჭირი ლონდონს ლონდონს ეწვია, ან როგორ ვცხოვრობდით ვიკინგების ეპოქაში, როდესაც ყაჩაღები სკანდინავიიდან შესაძლოა, ჩვენს ნაპირებზე ჩამოსულიყვნენ და ყელი გამოეჭრათ ნებისმიერ ღამეს, როგორ ვიცხოვრეთ კინოს ეპოქაში, სიფილისის ეპოქაში, პარალიზების ეპოქაში, საჰაერო თავდასხმების ეპოქაში, სარკინიგზო კატასტროფების ეპოქაში, საავტომობილო ავარიების ეპოქაში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ უნდა გავაბუქოთ, თითქოს, ჩვენი ვითარება რამე ახალია. დამიჯერეთ, ძვირფასო ადამიანებო, თქვენ და ყველა, ვინც თქვენ გიყვართ, სასიკვდილოდ ჯერ კიდევ იმ დროს იყავით განწირულები, სანამ ატომურ ბომბს გამოიგონებდნენ, და ბევრი ჩვენგანი – არც ისე სასიამოვნო სიკვდილისთვის. მაგრამ ჩვენ უპირატესობას ვფლობთ ჩვენს წინაპრებთან შედარებით – ჩვენ ტკივილგამაყუჩებელი გვაქვს და ის არსად წავა.

სრულიად სასაცილოა წუწუნი და მოღუშული სახეების ტარება იმის გამო, რომ მეცნიერებმა კიდევ ერთი საშინელი სიკვდილის იარაღი დაგვიმატეს.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ – გონება დავძაბოთ. თუკი ჩვენ, ყველა ატომური ბომბის შედეგად გავნადგურდებით, დაე, ამ ბომბმა რაიმე გონივრული და ადამიანური საქმეების კეთებისას მოგვისწროს – ლოცვისას, მუშაობისას, სწავლისას, კითხვისას, მუსიკის მოსმენისას, ტენისის თამაშისას, მეგობრებთან საუბრისას ლუდის კათხასთან ერთად ან დარცის თამაშისას – და არა ერთმანეთის მიმართ დაბღვერილებს, როგორც შეშინებულ ცხვრებს, რომლებიც ბომბის შესახებ ფიქრობენ. მათ შეუძლიათ, დაანგრიონ ჩვენი სხეული, მაგრამ არ უნდა მივცეთ ნება, იბატონონ ჩვენს გონებაზე“, – კლაივ სტეიპლს ლიუისი (1898-1963)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები