ტრამპი: ყველამ უნდა ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, თავიდან ბოლომდე დიდებული ადამიანია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონსერვატიული აქტივისტის, ჩარლი კირკის დაჭრის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ჩვენ ყველამ უნდა ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელიც დაჭრეს. თავიდან ბოლომდე დიდებული ადამიანია. ღმერთმა დალოცოს!“ – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, რომ იუტას შტატში გამართულ ღონისძიებაზე კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.