მედია: ჩარლი კირკი, რომელსაც იუტას შტატში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს, კრიტიკულ მდგომარეობაშია

კონსერვატორი პოლიტიკოსი და აქტივისტი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტას შტატში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ამის შესახებ Associated Press-ი სამართალდამცავი ორგანოების ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

„კირკი მკურნალობას გადის და კრიტიკულ მდგომარეობაშია“, – განუცხადა Associated Press-ს სამართალდამცავმა წარმომადგენელმა, რომელიც სროლის შესახებ ინფორმირებულია.

შეგახსენებთ, რომ კონსერვატორი პოლიტიკოსი და აქტივისტი ჩარლი კირკი იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ მასობრივ ღონისძიებაზე კისრის არეში დაჭრეს. უნივერსიტეტის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები