ნეპალის ციხეებიდან ასობით პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალურმა პირებმა ნეპალის ორ დასავლეთ რაიონში ციხიდან გაქცევის ორი შემთხვევა დაადასტურეს.
კასკის რაიონის პოლიციის ოფისის ცნობით, დღეს შუადღისას 773 პატიმარი გაიქცა, როდესაც Z თაობის მომიტინგეები შენობაში შევიდნენ.
ცალკე, ნეპალის დანგის პროვინციის ტულსიპურის რაიონული პოლიციის ოფისი აცხადებს, რომ 127-მა პატიმარმა შეძლო ტულსიპურის ციხიდან გაქცევა.
ამასთან, ადგილობრივი მედია იუწყება ციხიდან გაქცევის სხვა შემთხვევების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.