გურამ მაჭარაშვილი: ვერ ვნახეთ ვერცერთი ელჩისგან დაგმობა იმ საქციელის, ვინც იწყებს ძალადობრივ პროცესებს, აქციაზე შენი პოზიცია თქვი, კრიტიკულად განეწყვე, მაგრამ როცა იწყებ ქვების სროლას, გინებას ანუ ძალადობრივ აქციას აწყობ, ამას არ სჭირდება ელჩების მხრიდან შეფასება?
თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.
მისი თქმით, რასაც საუბრობდნენ გლობალური ომის პარტიაზე, დადასტურდა და გასაკვირი არაა, რომ მას გავლენა აქვს საქართველოზე.
„რასაც ვხედავთ არის ის, რაზეც ბოლო წლებია ვსაუბრობთ – ლიბერალური ფაშიზმი და ბოლშევიკურ/ფაშისტური ელემენტები, რომელიც საჯაროდ ჩანს ამ ე.წ. აქციებისგან. არაერთხელ გავშიფრეთ ეს უკვე. ხელისუფლებას მიეცა საშუალება პირდაპირ ეთქვა სიმართლე ხალხისთვის.
რაზეც სამი წლის წინ ვსაუბრობდით, უცხოური ძალების, გლობალური ომის პარტიის შესახებ დადასტურდა, რასაც „დიფ სთეითი“ უწოდა ამერიკის პრეზიდენტმა. მარტო ამერიკის პრეზიდენტმა არა, დაზვერვის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ „დიფ სთეითი“ შენარჩუნებული ყოფილა ამერიკის ინსტიტუტებში და რატომ გვიკვირს, რომ საქართველოში ექნებოდა გავლენა.
ვერ ვნახეთ ვერცერთი ელჩისგან დაგმობა იმ საქციელის, ვინც იწყებს ძალადობრივ პროცესებს. აქციაზე გამოდი, დადექი, შენი პოზიცია თქვი, კრიტიკულად განეწყვე, მაგრამ როდესაც იწყებ ქვების სროლას, გინებას, ლანძღვას, ანუ ძალადობრივ აქციას აწყობ, ამას არ სჭირდება ელჩების მხრიდან შეფასება?!“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.