კონსერვატორი პოლიტიკოსი და აქტივისტი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტას შტატში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
გარდაცვალების ფაქტი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.
„დიდებული და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. ვერავინ, ჩარლიზე უკეთ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდობის გულსა და სულს ვერ ჩასწვდა. ის ყველას უყვარდა, განსაკუთრებით მე, და ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანია და მე თანავუგრძნობთ მის მშვენიერ მეუღლეს, ერიკას, და ოჯახს. ჩარლი, ჩვენ გვიყვარხარ!“ – დაწერა მან Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, რომ კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. უნივერსიტეტის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.