დმიტრო კულება: არ მეგონა, თუ ქვეყნიდან ქურდივით გაქცევა მომიწევდა

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაანონსებული აკრძალვის გამო, რომელიც ყოფილ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს, ქვეყნის დატოვება ქურდივით მოუწია.

ამის შესახებ დმიტრო კულებამ იტალიურ მედიასთან საუბარში თქვა.

დმიტრო კულება აცხადებს, რომ ამჟამად პოლონეთში იმყოფება.

„არასდროს მეგონა, რომ ქვეყნიდან გაქცევა მომიწევდა, როგორც ქურდს ღამით“, – აცხადებს დმიტრო კულება.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების მიერ დაანონსებული განკარგულება, რომელიც ყოფილ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს, პირადად მისი და კიდევ რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული.

„ეს განკარგულება არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ საომარი მდგომარეობა უკრძალავს 60 წლამდე მამაკაცებს, რომელთაც ჯარში გაწვევა ეხებათ, საზღვარგარეთ მოგზაურობას. უკრაინაში ყოფილი დიპლომატები არ არიან ვალდებულები არმიაში იმსახურონ. საქმე ისაა, რომ ზელენსკის და მის გარემოცვას არ სურთ, ჩვენ ვიაროთ საზღვარგარეთ და ვისაუბროთ ის, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლების ხაზს. მე დავთვალე 20 ადამიანი, რომელსაც ეს განკარგულება ეხება. მე არ მგონია, რომ დევნის მანიით ვარ შეპყრობილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს განკარგულება მიმართულია ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაბლოკვისკენ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები