საბა ბუაძემ პარტია „ლელო“ დატოვა
პოლიტიკოსი საბა ბუაძე აცხადებს, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ დატოვა და პარტიის რიგით წევრადაც აღარ ირიცხება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„5 ივლისს დავასრულე ჩემი პოლიტიკური საქმიანობა, უბრალოდ, მაშინ, როდესაც მამუკა [ხაზარაძე] და ბადრი [ჯაფარიძე] საპატიმროში იყვნენ, ფორმალურად ჯერ კიდევ ვრჩებოდი პარტიაში და ახლა ისინი აღარ არიან საპატიმროში“, – აღნიშნა ბუაძემ.
მანვე განმარტა პარტიის დატოვების მიზეზი და თქვა, რომ ასეთი ფორმით არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ამოცანებს უწყობს ხელს და ვითარების ნორმალიზების რაღაც ილუზიის შექმნაში ეხმარება.