აშშ-ში, იუტას შტატში გამართულ ღონისძიებაზე კონსერვატიულ პოლიტიკურ აქტივისტს, ჩარლი კირკს ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კირკი სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით კისრის არეში დაჭრეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
უნივერსიტეტის კამპუსის პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სროლაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.