გურამ მაჭარაშვილი: გახარია, რასაც თავად დასცინოდა სააკაშვილს, როცა ის გაქცეული იყო, თვითონაც იგივე გააკეთა – გაიქცა და კაცმა არ იცის როდის, ან რით ჩამოვა
გახარია, რასაც თავად დასცინოდა სააკაშვილს, როცა ის გაქცეული იყო, თვითონაც იგივე გააკეთა – გაიქცა და კაცმა არ იცის როდის, ან რით ჩამოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„ის ყოველთვის ცდილობს, რომ იყოს გამორჩეული. ეს სენი აქვს ზოგადად, ვიცით. ვინც იცნობს გახარიას, სენი აქვს ასეთი, ყველასგან უნდა, რომ იყოს გამორჩეული და მაგარი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს. ნაკლებად გამოსდის ეგ, მაგრამ უნდა ასე. იქ ვითომ ოპოზიციაშიც ძლიერი ოპოზიციონერობა უნდოდა და რეალურად, რასაც თვითონ დასცინოდა „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს, როცა გაქცეული იყო, თვითონაც იგივე გააკეთა. კაცმა არ იცის როდის, ან რით ჩამოვა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.