ევროპარლამენტში კაია კალასის სიტყვით გამოსვლისას, დარბაზში რამდენიმე ევროპარლამენტარი იმყოფებოდა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, კალასმა საუბარი თითქმის ცარიელ დარბაზში დაიწყო. მის სიტყვას, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეხებოდა, მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი უსმენდა.

კალასის თქმით, საერთაშორისო ძალისხმევა ომის დასასრულებლად ბოლო თვეებში გაძლიერდა, თუმცა, რუსეთის პასუხი უფრო მეტი აგრესიაა. მან ასევე ისაუბრა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დროიდან – 2022 წლიდან უკრაინისთვის რომ გაწეულ დახმარებაზე, რომელიც, კალასის თქმით 169 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლიდანაც 63 მილიარდი სამხედრო დახმარებისთვის იყო განკუთვნილი.

“წელს კი, წევრი სახელმწიფოები გამოყოფენ იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე – 25 მილიარდ ევროს. ახლა მათ ასევე მიაწოდეს საბრძოლო მასალის 80% ჩვენი მიზნიდან, რომელიც 2 მილიონი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ოქტომბრისთვის ჩვენი მიზანია 100%-ით უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა, საკუთარი მოქალაქეების დაცვა და უპასუხოს აგრესიას.” – აღნიშნა კაია კალასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები