ირაკლი კირცხალია: ეუთო/ოდირის გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად არ იყო სიურპრიზი, ყველამ კარგად ვნახეთ, რა დონის ბულინგი განახორციელეს მათზე

ეუთო/ოდირის გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად არ იყო სიურპრიზი. მთელმა ქვეყანამ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი, სადაც ნათლად იყო ნახსენები და მოკლე რეტროსპექტივა იყო ეუთო/ოდირთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კითხვაზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის არ მონაწილეობა საარჩევნო პროცესის შეფასებაში, ეჭვის ქვეშ დააყენებს თუ არა იმ შედეგს, რომელიც არჩევნების შემდეგ დაიდება, კირცხალიამ განაცხადა, რომ „ეჭვის ქვეშ ნამდვილად ვერ დააყენებს“.

„ყველამ კარგად ვნახეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, რა დონის ბულინგი განახორციელეს მათზე, ქვეყნის გარეთაც ვნახეთ, როგორი ბულინგი განხორციელდა, მაგრამ დასკვნა დაიდო ის, რაც დაიდო რეალურად – არ აწყობდათ არც ქვეყნის გარეთ, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს და არც ქვეყნის შიგნით მათივე დაქვემდებარებულ აგენტურულ ქსელს“, – განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ღიმილის მომგვრელია, როდესაც რადიკალები დაახლოებით, ერთი წლის წინ აცხადებდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დარწმუნებული ვართ, დამკვირვებლები არ დააკლდება ამ არჩევნებს. ვხედავთ, როგორია GORBI-ის კვლევა და შევხედავთ, რა იქნება შედეგი“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები