პირველი საკონცენტრაციო ბანაკი გერმანიაში – დახაუ 90 წლისაა

1933 წელს მიუნჰენში გაიხსნა პირველი საკონცენტრაციო ბანაკი – დახაუ. ეს მმართველობაში ნაცისტების მოსვლიდან 2 თვეში მოხდა. დახაუ უნდა ყოფილიყო ადგილი სადაც „უმადურ“ გერმანელ მოქალაქეებს გამოასწორებდნენ – მათ, ვინც ჰიტლერის რეჟიმს აკრიტიკებდა.

არჩევნების მოგების შემდეგ ნაციონალისტებმა აკრძალეს კომპარტია და სხვა ოპოზიციური მოძრაობები, ხოლო მათი ხელმძღვანელობა გაგზავნეს ბანაკში.

დროთა განმავლობაში, ის ბავარიის ცენტრში პატიმრებზე  ცდების ჩატარების პოლიგონი გახდა. არსებობს ლეგენდა, რომ 1933 წლის არჩევნების დროს ქალაქ დახაუს მთელმა მოსახლეობამ ხმა ჰიტლერის საწინააღმდეგოდ მისცა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფიურერმა შური იძია და იქ საკონცენტრაციო ბანაკი ააშენა, თანაც გაითვალისწინა ქარის მიმართულება, რომ კრემატორიუმის საკვამურებიდან ამოსული სუნი და კვამლი პირდაპირ საცხოვრებელი სახლებისკენ წასულიყო.

ძველი ფაბრიკა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ააშენეს, მოკვლის „სამაგალითო სკოლა“ გახდა.

ბანაკის არსებობის 12 წლის განმავლობაში, მისი მსხვერპლი 40 ათასზე მეტი ადამიანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები