ზაალ ანჯაფარიძე: მოლდოვის ექსპრეზიდენტ დოდონს შინაპატიმრობა 1 თვით გაუხანგრძლივეს; რომ დაიწყოს ახლა სააკაშვილივით შიმშილის იმიტაცია და ითხოვოს, სხვა ქვეყანაში გადაყვანა სამკურნალოდ, საინტერესოა – ევროპელები რას იტყოდნენ?

ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, მოლდოვის ექსპრეზიდენტ დოდონის შინაპატიმრობის ვადის გახანგრძლივებას ეხმიანება და წერს, რომ საინტერესოა, რა პოზიცია ექნებათ ევროპელებს ამ ფაქტთან დაკავშირებით.
როგორც ანჯაფარიძე წერს, მოლდოვის მთავრობა დოდონის დაპატიმრებას წარმატებულად მიიჩნევს.

,,მოლდოვის ექსპრეზიდენტ დოდონს შინაპატიმრობა 1 თვით გაუხანგრძლივეს. ახლა მანაც რომ დაიწყოს სააკაშვილივით შიმშილის იმიტაცია, თავის მომკვდარუნება და ტირილი და ითხოვოს სხვა ქვეყანაში გადაყვანა სამკურნალოდ, საინტერესოა, ევროპელები რას იტყოდნენ? მოლდოვის მთავრობას მის დაპატიმრებას ხომ პლუსებში უთვლიან,’’ – წერს ანჯაფარიძე faceook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები