დავით მათიკაშვილი – Resilio Access Project-ის კვლევაზე: მაშინ, როდესაც არსებობს დემოკრატიის შემოწმების, კანონის უზენაესობის, სახელმწიფო ხელისუფლების და ინსტიტუტების მდგრადობის გაზომვადი მოცემულობა, საქართველო ყველგან იღებს უმაღლეს შეფასებას
“მაშინ, როდესაც არსებობს დემოკრატიის შემოწმების, კანონის უზენაესობის, სახელმწიფო ხელისუფლების და ინსტიტუტების მდგრადობის გაზომვადი მოცემულობა, საქართველო ყველგან იღებს უმაღლეს შეფასებას და მონტენეგროსთან ერთად 10 კანდიდატ ქვეყანაში საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო,” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა Resilio Access Project-ის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
„როგორც კი შემოდის პოლიტიკური მდგენელი და საქართველოს, როგორც პროქსი ქვეყნად გამოყენების მცდელობა, ყველა ამ გათვლას ნიველირებას უკეთებენ ევრო ბიუროკრატები და საკუთარი ნება-სურვილით ცდილობენ საქართველო ამ მოცემულობაში დემოკრატიის უკუსვლის გზაზე მოსიარულედ დაანახონ მთელს მსოფლიოს, რაც არის მტკნარი სიცრუე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, Resilio Access Project-ის კვლევით, საქართველომ, მონტენეგროსთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის კუთხით უმაღლესი შეფასება მიიღო.