ამირან სალუქვაძე რუსთავში კორპუსის მშენებლობაზე: ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის – როცა საჯარო პირი არეკლამებ მშენებლობას და მაყურებელს ეუბნები, ჩემი ბინა უკვე აშენდა შანსი არ გაუშვაო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოჯახის ბიზნესია

ეს ვიდეო ნანახი გექნებათ. ამიტომ ტექსტს გადახედეთ. დამაინტერესა რატომ არეკლამებს ასე მონდომებით ასეთი ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკაში მყოფი და ფონდის მმართველი რუსთავში მშენებარე 5-სართულიან სახლს?! მართლა ჩვენზე ზრუნავს, რათა არ გავმაზოთ მომგებიანი შანსი?!- ასე ეხმიანება სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რუსთავში არსებულ სამშენებლო კომპანიას არეკლამებს.

სალუქვაძის ინფორმაციით, რუსთავში მიმდინარე მშენებლობა ნანუკა ჟორჟოლიანის მამას და ოჯახს ეკუთვნის და ამბობს, რომ „არ მოსულა, როცა საკუთარი ცნობადობით საკუთარ ბიზნესს ისე არეკლამებ, რომ პოტენციური კლიენტებისთვის უცნობია ფული შენს ბიზნესში რომ შემოაქვს და საკუთარ ბინას მისი ფულით იშენებ.“

„ჰოი, საოცრებავ, თურმე ოჯახური ბიზნესისთვის ირჯება. ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკას მამას (დირექტორი) და ოჯახს ეკუთვნის. არ გადაგღლით კომპანიის მეწილეების შემადგენლობით და წილების ცვლილებებით. არც ბიზნესი, არც ეს კომპანია და არც ოჯახია ამ პოსტის ინტერესი. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. საქმე სხვა რამეშია.
როცა საჯარო პირი არეკლამებ მშენებლობას, მაყურებელს ეუბნები ჩემი ბინა უკვე აშენდა, შანსი არ გაუშვა, თუ გინდა გახდე ჩემი მეზობელიო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოჯახის ბიზნესია. ჩემი ბინა შენდებაო ისე ამბობს, თითქოს სხვის აშენებულ სახლში იყიდა. არც საკუთარი ბიზნესის რეკლამაა პრობლემა, როცა იცი, რომ მისი ბიზნესია. როცა რომელიმე რესტორატორი, მეღვინე, ნებისმიერი მეწარმე საკუთარ ნაწარმს, მომსახურებას არეკლამებს, ეს ნორმალურია. იცი რომ მისია. მეორე საკითხია, როცა გვეუბნებიან ჩემი ბინა უკვე აშენდა და შანსი არ გაუშვა, დროზე შემოიტანე პირველი შესატანი და ა.შ.
“ორბის” ან სხვა კომპანიის მფლობელმა რომ თქვას, ჩემი ბინა უკვე აშენდა, არ გაუშვა შანსი, შემოიტანე ფული… ნორმალურია? მისი ბინა ხომ კლიენტების ფულით შენდება?!
ერთ სუბიექტს ვაკვირდებოდი ამას წინათ. თვეების მანძილზე მარკეტებს და ფასებს ებრძოდა. მერე საკუთარი “მწვანილის” რეკლამირება დაიწყო, სხვებზე იაფად ვყიდიო. ბოლოს გადამყიდველობაზე გადავიდა და ფასებში გადაუსწრო ქსელურ მარკეტებს. ნორმალურია? არაა ნორმალური.
ჰოდა, არც ეს მოსულა, როცა საკუთარი ცნობადობით საკუთარ ბიზნესს ისე არეკლამებ, რომ პოტენციური კლიენტებისთვის უცნობია ფული შენს ბიზნესში რომ შემოაქვს და საკუთარ ბინას მისი ფულით იშენებ. სულ ესაა.
ჰო, თანმდევად რუსთავიც კარგად გაარეკლამა: ამბობს რუსთავში მაღალსართულიანი სახლების აშენება არ შეიძლებაო. ასევე კარგი ყოფილა, თურმე, რუსთავი საუნივერსიტეტო ქალაქად რომ იქცევა?!“- წერს სალუქვაძე.https://www.facebook.com/share/r/1H4Tm9BMnM/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები