ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სომხეთის ელჩს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აშოტ სმბატიანი ეწვია.

ვიზიტისას სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორთან/რექტორთან ვახტანგ ცაგარელთან. შეხვედრის მთავარ მიზანს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარება და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიის ფარგლებში რეგიონული პარტნიორობის გაღრმავება წარმოადგენდა.

ღონისძიებას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ნანეიშვილი, სომხეთის საელჩოს პირველი მდივანი არენ არაქელიანი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ცაგარელმა ელჩს დეტალურად გააცნო KIU-ს მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევითი პრიორიტეტები და ის უნიკალური შესაძლებლობები, რომლებსაც უნივერსიტეტი როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს.

შეხვედრაზე ვრცლად იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც ითვალისწინებს ერთობლივი აკადემიური ინიციატივების მხარდაჭერას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას და მეზობელ ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო მიმართულებით კონკრეტული გეგმების განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში, აშოტ სმბატიანმა, საელჩოს დელეგაციასთან ერთად, დაათვალიერა ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტის საუნივერსიტეტო კამპუსი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები