საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. პროკურორებმა შეხვედრა თბილისის N115 N176, N 51 და N215 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა მოსწავლეებს ნარკოტიკულ დანაშაულებსა და მის შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე ისაუბრეს დანაშაულის კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები