ნიკოლოზ მეტრეველი: ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა: ომი, ნგრევა, ეკონომიკური კოლაფსი და სუვერენიტეტის დაკარგვა
“პეტერ ფიშერის მუდმივი მენტორული ტონი და ჩარევის მცდელობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვისთან ითანამშრომლებს, რა გზას აირჩევს და როგორ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში, გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის, მიერ გაკეთებულ განცხადებაზე წერს, რომლის თქმითაც „ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“.
მეტრეველის განცხადებით, პეტერ ფიშერი ცდილობს ქართველ ხალხს დააჯეროს, რომ უკრაინის და მოლდოვის მიერ არჩეული გზა ერთადერთი სწორი მიმართულებაა, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ხედავს თუ რა შედეგები მოიტანა მათ მიერ არჩეულმა გზამ – ომის, ნგრევისა და ეკონომიკური კოლაფსის სახით.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო არ აპირებს უცხოელი ბიუროკრატების პოლიტიკური თამაშების ნაწილად ყოფნას.
„პეტერ ფიშერის მუდმივი მენტორული ტონი და ჩარევის მცდელობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვისთან ითანამშრომლებს, რა გზას აირჩევს და როგორ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.
ბატონი ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა: ომი, ნგრევა, ეკონომიკური კოლაფსი და სუვერენიტეტის დაკარგვა.
ამიტომ, სანამ გერმანიის ელჩი ქართველ ხალხს ჭკუას დაარიგებს, სჯობს დაფიქრდეს, რატომ იზრდება ყოველდღიურად საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც უკვე ღიად ამბობს: ასეთი პარტნიორობა და ასეთი ევროკავშირი ჩვენთვის მიუღებელია.
უცხო ქვეყნების ელჩებმა კარგად უნდა შეიგნონ, რომ საქართველო არავის დანამატი არ არის. ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის ინტერესების გაცვლას უცხოელი ბიუროკრატების პოლიტიკურ დირექტივებში და არც სხვისი გეოპოლიტიკური თამაშების ნაწილად ქცევას,“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.