პირი, რომელიც საპატრიარქოს ეზოსთან ავტომობილით შევარდა და ჭიშკარი შეანგრია, დაკავებულია

საპატრიარქოს ეზოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ ავტომობილი შევარდა და ჭიშკარი შეანგრია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

მათივე ცნობით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები