თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის მალათიის პროვინციაში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) განცხადებაშია ნათქვამი.

ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ამ დროისთვის ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები